ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ანა დოლიძე - ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს

ნახვები: 558 ანა დოლიძე - ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს

ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მისი განმარტებით, პოლიციამ ისე გამოიყენა ძალა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომ არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა.

„მშვიდობიანი ხალხი რომ დგას, ჯავშანმანქანა, მძიმე შეიარაღება არ უნდა გამოიყვანო. გაფრთხილება არ იყო. რატომ უნდა დაშალონ დემონსტრაცია, თუ ის არ არის ძალადობრივი? ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი ფასეულობა, რითაც აქამდე მოვედით. აქ ვერ გაპარპაშდა ვერცერთი შაჰი. თუ გახდა დემონსტრაცია ძალადობრივი, მაშინ უნდა დაშალონ. უნდათ, რომ ამ ორღობეში გაგვატარონ ათასობით ადამიანი. მისაღები გამოცდების უნარებს ვერ ჩააბარებს ის ადამიანი, ვინც ეს დაგეგმა. ვაჟა სირაძეს არ დაუძახოთ პატრულის უფროსი, ის არის ბოქაული იმიტომ, რომ ემსახურება რუსებს. სისტემასთან ერთად ეს ბოქაულობაც უნდა მოვაშოროთ აქედან“,- განაცხადა დოლიძემ.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია. სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდას ცდილობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა