კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი

ნახვები: 443 სხვადასხვა ქალაქში დევნილებისთვის უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები-აზარაშვილი

ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დევნილებისთვის თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სხვადასხვა ქალაქში უკვე შევარჩიეთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები. ახლა მუნიციპალიტეტებთან, ქონების მართვის სააგენტოსთან ამ მიწების გადმოსაცემად პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან აღნიშნულ მიწებზე მშენებლობების დაწყების საკითხზე.

ზურაბ აზარაშვილმა სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრებ დევნილთა საკითხებთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე მშენებლობებში მათი განსახლების მიზნით, სამინისტრო მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.

„სასტუმრო „ქართლთან" დაკავშირებით ვინაიდან ასეთი კრიტიკული მდგომარეობაა, ჩვენ მოვიძიეთ მიმდინარე მშენებლობები, სადაც 200-მდე ბინაა და მათთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომ არსებული ფასების ფარგლებში შემოვიდნენ გამოცხადებულ კონკურსში. მიმდინარე წელს ამ ბინებით ჩვენ მოსახლეობას დავაკმაყოფილებთ. დავადასტურებ, რომ დევნილთა სააგენტომ მოიძია ღირსეული საცხოვრებელი პირობები, სხვადასხვა ბინა, სადაც ჩვენ კრიტიკულ საცხოვრებელ პირობებში მცხოვრებ დევნილებს ვთავაზობთ ქირით გასვლას. მშენებლობების დასრულებამდე მათ იქ ცხოვრება შეეძლებათ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ყველა შესაძლო რესურსს ვიყენებთ და უახლოეს პერიოდში კონკრეტული ხელშესახები შედეგი გვექნება", - აღნიშა ზურაბ აზარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა