ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“

ნახვები: 504 სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, „არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ“

სახალხო დამცველმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ არ გაიმეოროს ის, რაც გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში და არ იძალადოს მათზე.

იოსელიანმა ასევე მოუწოდა დღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში.

„ჩემი დღევანდელი ბრიფინგი პირველ რიგში ემსახურება პირველად შეფასებას გუშინდელი სამწუხარო მოვლენების, რაც ჩვენ ვიხილეთ და ამავე დროს დღევანდელი აქციის წინ გაფრთხილებას პირველ რიგში შსს-სი, რომ არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არ ჩაერიოს ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებაში, არ იძალადოს მათზე.

ასევე მინდა მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, დაიცვან შეკრების ფარგლები და მისი მშვიდობიანი ფორმა, იმისთვის, რომ ეს არ გადაიზარდოს დამატებით ესკალაციაში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ამასთან, სახალხო დამცველმა შეაფასა გუშინ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენები და აღნიშნა, რომ "ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც მათი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე".

„რაც შეეხება შეფასებას, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის ფარგლებში, საჯაროდ ხელმისაწვდომი ვიდეოჩანაწერების და დაკავებულებთან გასაუბრების შედეგად მსურს საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი პირველადი შეფასება.

ადმინისტრაციული შენობის შესასვლელების გათავისუფლება შეიძლება იყოს ლეგიტიმური მოთხოვნა, თუმცა მთავარია გათავისუფლებისას გამოყენებული ძალა იყოს აუცილებელი და პროპორციული, რაც ჩვენი დაკვირვებით, ცალკეულ შემთხვევებში არ იყო სახეზე. მოგვიანებით, დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, სამართალდამცველმა გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, ე.წ წიწაკის სპრეი, მათ შორს დამიზნებით. ასევე, ზოგადად, აქციის მონაწილეების მიმართ, აქციის მიმდინარეობისას რამდენჯერმე მოხდა, რასაც ზოგჯერ თან ახლდა ტერიტორიის განთავისუფლება. მისი გამოყენების საფუძველი არცერთ შემთხვევაში არ არსებობდა. გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ აქციის მონაწილეები სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე არ გაუფრთხილებიათ წინასწარ“, - განაცხადა იოსელიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა