Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული

ნახვები: 561 დავით კირკიტაძე უმრავლესობას - ხდება, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ის მაინც „ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული

ხდება ხოლმე, როცა „ჟიგულის“ „რენაუტის“ საჭესა და „ფორდის“ საბურავებს უყენებენ, მაგრამ ამით მანქანა არ იცვლება და ის მაინც “ჟიგულია“ - თქვენი კანონიც არის რუსული, როგორი ნაწილებიც არ უნდა მიაყენოთ ამერიკულ FARA-დან და საფრანგეთის გამჭვირვალობის კანონიდან, - ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ განაცხადა, პარლამენტში წარდგენილ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ამერიკული FARA-სა და საფრანგეთის კანონის მოშველიება არასწორია.

“ამოიღებთ FARA-ს რაღაცა ნაწილს, შემდეგ ფრანგული კანონის რაღაც ნაწილს და გსურთ, თქვენი კანონი ამერიკული და ფრანგული კანონების მსგავს კანონად წარმოგვიდგინოთ. ეს არის “ჟიგული“ - არ არის არც “მერსედესი“ და არც “ფორდი“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად მიმდინარეობს. ოპოზიცია განხილვის შეჩერებას და პროექტის ჩაგდებას ითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა