კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება-ამირან გამყრელიძე

ნახვები: 386 ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება-ამირან გამყრელიძე

„ომიკრონის" ცირკულაცია მომავალი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში გაიზრდება. ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ მეტი გვექნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირა გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი შემთხვევების უმრავლესობა „ომიკრონის" შტამს წარმოადგენს.

„დღეს გამოვლენილია 15 000-ზე მეტი შემთხვევა, მაგრამ რეალურად, სამი-ოთხჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. მთავარი გზავნილია, რომ თუ გეწყება რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ტემპერატურის მომატება, საჭირო არაა, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა კორონავირუსი. მით უმეტეს გაქვთ თუ არა შტამი, დიდი ალბათობით, უნდა თქვათ, არის „ომიკრონი", რადგან 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის" შტამი. უნდა დარჩეთ სახლში, დაურეკოთ 122-ს. დაახლოებით 90 პროცენტში დაავადება ჩაივლის სიმპტომების გარეშე ან მცირე სიმპტომებით. რაც მთავარია, იყავით მშვიდად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში „ომიკრონის" 1 600 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 16-ს დასჭირდა.

„1 600 შემთხვევიდან მხოლოდ 16-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, იქიდან 13 სწრაფად გაეწერა, მაგრამ ამან არ უნდა დაგამშვიდოს, განსაკუთრებით ის ჯგუფები, სადაც მომატებული რისკია. „ომიკრონის" შემთხვევაში ინფიცირებულია ძირითადად ახალგაზრდა ასაკის ადამიანები, მაგრამ ინფიცირების ზრდასთან ერთად, შესაძლოა, გადავადდეს უფრო მოზრდილ ასაკზეც", - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა