ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი-ირაკლი ბერაია

ნახვები: 333 საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი-ირაკლი ბერაია

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შედგება.

შალვა პაპუაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია შედიან, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ალიანსის შტაბბინაში აქვს სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვა, რაც ადასტურებს ნატო-ში ინტეგრაციის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას.

„ეს ვიზიტი რა თქმა უნდა ემთხვევა იმ მნიშვნელოვან მოვლენებს, როდესაც ნატო-ს მოკავშირეები და ასპირანტები ერთობლივად ცდილობენ იმ საფრთხეების შეკავებას, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ვიზიტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. საქართველო არის ალიანსის ყველაზე თავსებადი ასპირანტი პარტნიორი სახელმწიფო, რომელსაც ალიანსთან აქვს განსაკუთრებული თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, რომელმაც მიაღწია დღემდე ყველა დროის მაქსიმუმს. ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადაწყვეტილება რაც შეიძლება მოკლე დროში და გონივრულ ვადებში იქნას სისრულეში მოყვანილი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა