მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროკავშირის ელჩი - ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ "საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - წინ საქართველო, წინ!

ნახვები: 630 ევროკავშირის ელჩი - ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ "საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - წინ საქართველო, წინ!

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - წინ საქართველო, წინ! - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროპის დღე მიულოცა.

„დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს, ჩვენ, ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან.

სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან, არასდროს ყოფილა ასე ახლო. სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორც შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო. ზღვა შესაძლოა, ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“. წინ საქართველო წინ, წინ საქართველო წინ!“, - თქვა ჰერჩნიკსიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა