კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის

ნახვები: 384 კახა კალაძე - უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის

უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის ქვეშ არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის.

„უკრაინის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ყველას კარგად მოგეხსენებათ. გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ამ მიზეზის გამოც არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვხატო საკუთარი პოზიცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდება. უკრაინელები არიან ჩვენი მეგობარი ხალხი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საფრთხის წინაშე არ დადგეს უკრაინაში მშვიდობა. უკრაინაში ომის დაუშვებლობა უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ჩვენი ძალისხმევაც აქეთაა მიმართული. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ, ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინელ ხალხს", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა