ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს-მამუკა მდინარაძე

ნახვები: 364 მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს-მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტზე თუ მოხდება შეთანხმება, მაშინ საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება, თუ არა და უმრავლესობა დაარეგისტრირებს თავის ვერსიას.

„მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს. ბუნებრივია, არავის შეუძლია, მიუთითოს რომელიმე ქვეყანას მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს, ნათელია. ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით. თითოეულ სიტყვაზე, ასე ეწერება იქ, თუ ისე, ეს უფრო გამოხატავს და ის უფრო ნაკლებად გამოხატავს, ამაზე დრაფტი გვაქვს ხელთ, ჩავასწორებთ, ზოგს გავიზიარებთ, ზოგს არ გავიზიარებთ. არის დეტალები, როლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ დეტალებზე შევთანხმდებით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღეს არის დღე, რომ დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ რეზოლუცია, ამიტომ თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, ჩვენ ამას დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. ჩვენ თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გაწია დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ კიდეც და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს გაიმართა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა