თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

პრინციპული საკითხებია, რომ რეზოლუციაში ასახული ყოფილიყო რუსეთის აგრესიის საკითხი-სამნიძე

ნახვები: 398 პრინციპული საკითხებია, რომ რეზოლუციაში ასახული ყოფილიყო რუსეთის აგრესიის საკითხი-სამნიძე

უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის პარლამენტში კონსულტაციები გაიმართა. როგორც კონსულტაციების დასრულების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული არიან.

ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ უახლოეს საათებში შესაძლებლობა ექნებათ, ხელი მოაწერონ რეზოლუციის ტექსტის საბოლოო ვერსიას.

„ქართულმა ოცნებამ" წარმოგვიდგინა საკუთარი ვერსია, თუმცა ჩვენი რამდენიმე შენიშვნა აქამდეც ჰქონდა მოსმენილი და რამდენიმე გაითვალისწინა. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ველოდებით ტექსტის საბოლოო ვერსიას. ადგილზე მოხდა თითქმის ყველას შენიშვნების ნაწილის გათვალისწინება, ნაწილის მონიშვნა. პრინციპული საკითხებია, რომ რეზოლუციაში ასახული ყოფილიყო რუსეთის აგრესიის საკითხი, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებს. ვითვალისწინებთ და ვეყრდნობით რეზოლუციებს, რომლებიც აქამდე პარლამენტში იქნა მიღებული. არის სხვა ტიპის შენიშვნები, რაც შეეხება „ვორდინგს", კონკრეტულ სიტყვებს და წინადადებებს. იმედი მაქვს, ძალიან მალე, უახლოეს საათებში ეს შეთანხმებაც დასრულდება და შესაძლებლობა გვექნება, უკვე ხელი მოვაწეროთ ტექსტს, რომელიც დღესვე უნდა დარეგისტრირდეს, თუ გვინდა, რომ პირველსავე სესიაზე მოხდეს კენჭისყრა", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა