სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

იმედი მაქვს, საერთო პოზიციის დაფიქსირებას შევძლებთ-გიორგი ხელაშვილი

ნახვები: 350 იმედი მაქვს, საერთო პოზიციის დაფიქსირებას შევძლებთ-გიორგი ხელაშვილი

ამ ეტაპზე ოპოზიციასთან შედგა იდეების საინტერესო გაცვლა. ვფიქრობ, პოზიციების დაახლოება გარკვეულწილად მოხდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმარვთველის პარტიის კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია არის მკაცრი პოზიციის გამომხატველი უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

„იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ საბოლოო საერთო ენას ამ რეზოლუციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად. ძირითადად იყო სარედაქციო ხასიათის შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული ტერმინების, ენის, გამონათქვამების დახვეწას. საუბარი იყო ე.წ. სარეზოლუციო ენის გამოყენებაზე, თითქოს არსებობს რაღაც სპეციალური ტერმინოლოგია. ამას შევხედავთ და ვნახავთ, რა იქნება ყველაზე უფრო მისაღები. იმედი მაქვს, საერთო პოზიციის დაფიქსირებას შევძლებთ იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ კონსულტაციების პროცესს, შინაარსობრივ მხარეს ამ ეტაპზე თავი დავანებოთ. რაც შეეხება საერთო სულისკვეთებას, რეზოლუცია არის მკაცრი პოზიციის გამომხატველი უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - განაცხადა ხელაშვილმა.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს გაიმართა. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა