სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს -ირაკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 359 ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს -ირაკლი ღარიბაშვილი

მადლიერების გრძნობით ვულოცავ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მისი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით სურდა, სათანადო პატივისცემა გამოეხატა სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს.

„წელს მეორედ აღვნიშნავთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროთა დღეს. ჩემი თავდაცვის მინისტრობისას ამ ახალი ტრადიციის დამკვიდრებით მსურდა, სათანადო პატივისცემა გამოგვეხატა ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისადმი, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან საქართველოს, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა თუ გლობალურ მშვიდობას.

ჩვენი ხელისუფლების უპირველეს მოვალეობად მივიჩნევთ ზრუნვას იმ სამხედროებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ ქართულ მხედრულ ტრადიციებს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ მომავალი თაობებისათვის. მთელი საზოგადოების სახელით, მადლიერების გრძნობით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს გმირ მებრძოლებს და მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს ვუსურვებ მათ და მათ ოჯახებს", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა