პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

"მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე" - IDU

ნახვები: 573 "მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე" - IDU

"მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე," - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი (IDU) ავრცელებს. 

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართველებმა გამოავლინეს უზარმაზარი გამბედაობა და მონდომება, დაიცვან თავიანთი დემოკრატია და ევროპული მომავალი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" მიერ მასობრივი ძალადობის, უკანონო დაპატიმრებების, დაშინებისა და ტერორის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ დემოკრატიულ ერებს, სანქციები დააწესონ "ქართული ოცნების" დამფუძნებელ, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის წევრებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი მომიტინგეების ამ სასტიკ დარბევაში. IDU სოლიდარობას უცხადებს ენმ-ს, ქართველ ხალხს და მათ სიმტკიცეს ავტორიტარული რუსული სტილის კანონის წინააღმდეგ, რომელიც დააშორებს ქვეყანას დასავლეთს," - წერია განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა