პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მოლოდინი და ახლა ყავაში ჩახედვა მგონი არაა საინტერესო- თინა ბოკუჩავა

ნახვები: 332 მოლოდინი და ახლა ყავაში ჩახედვა მგონი არაა საინტერესო- თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარლამენტში შესვლის საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფრაქციის წევრების თითქმის ნახევარი კოვიდინფიცირებულია, რის გამოც საკითხზე ონლაინრეჟიმში მსჯელობა გართულებულია.

„ფრაქციის პრაქტიკულად ნახევარს, სამწუხაროდ, აქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. ონლაინრეჟიმში მსგავს საკითხებზე მსჯელობა ცოტათი გართულებულია. შეიძლება რაღაც შერეული მეთოდით ვიმსჯელოთ, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პრაქტიკულად ყოველდღიურად მიმდინარეობს მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. იცით, რომ მათ შორის რეზოლუციის ნაწილში, ჩვენ გამოვიყენეთ უკვე ასე თუ ისე საპარლამენტო ფორმატი, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ქვეყნის საუკეთესო ინტერესშია, საქართველომ და საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ჩვენ ჩავდექით მათ შორის ავანგარდში იმის, რომ თანამშრომლობის ხელი გაგვეწოდებინა „ქართული ოცნებისთვის", მათ შორის საპარლამენტო ფორმატში", - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას თქმით,ყველა ბრძოლის ინსტრუმენტის გამოყენება მნიშვნელოვანია, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის.

„მოლოდინი და ახლა ყავაში ჩახედვა მგონი, არაა საინტერესო. პარლამენტში შესვლაზე ჩემი პოზიცია იცის საზოგადოებამ. დიდი ხანია, ვამბობ, რომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველა ბრძოლის ინსტრუმენტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატის - იქნება ეს ვთქვათ, რაღაც მიზნობრივად საპარლამენტო ფორმატის და პლატფორმის გამოყენება, იგივე, პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი ფაქტის შემსწავლელი კომისიის შექმნის მიზნით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ შესვლა, როგორიცაა უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვა თუ სხვა საგამოძიებო კომისიების შექმნა. რა ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოოდ არ შევჯერებულვართ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა