მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონი საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს

ნახვები: 578 ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანონი საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს

კანონი საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში, როგორც „მეგობრები და ევროკავშირის გზაზე საქართველოს დიდი მხარდაჭერები“ ისე ჩამოვიდნენ.

„ვიცით, რომ ეს მიზნები საქართველოს კონსტიტუციაშია დაფიქსირებული, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს უჭერს. ჩვენც ღიად დავაფიქსირეთ, რომ ეს არის ამ პროცესში ჩვენი მიზანი და საქართველოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა. ამჟამად, ამ კანონთან დაკავშირებით და LGBTQI კანონთან დაკავშირებით არის ელემენტები, რომელთა შესახებაც სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ, ევროკავშირის გზაზე საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოვხატეთ. ამიტომ, ჩვენ ღიად განვიხილეთ, რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი, ჩვენი აზრით, უნდა შეიცვალოს, ან მისი გაწვევა უნდა მოხდეს, ან საფუძვლიანად შეიცვალოს, საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით. პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ჩვენ გვესმის, ის ვეტოს დაადებს, მაგრამ ეს ისევ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, ამიტომ პარლამენტს აქვს ადგილი და დრო იმის გადასაწყვეტად, რომ ქართველი ხალხის სურვილები, პოლიტიკური ვალდებულებები პრაქტიკული ნაბიჯებით შესრულდება. ეს სასამართლო სისტემისა და სხვა სისტემების მორგებას მოითხოვს. ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ პოლიტიკას არ წარმოადგენს. ეს ძალიან პრაქტიკული ნაბიჯებია“, - განაცხადა ბაიბა ბრაჟემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა