ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დესტაბილიზაცია რეგიონში, ჩვენ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა-რატი იონათამიშვილი

ნახვები: 392 „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს დესტაბილიზაცია რეგიონში, ჩვენ კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა-რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოხდა ოპონენტების ლუსტრაცია.

იონათამიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" სურს დესტაბილიზაცია მთლიანად რეგიონში, „ქართულ ოცნებას" კი დამოუკიდებლობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ჩვენ ყველა ნაბიჯს ვდგამთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის ფარგლებში! ნაცმოძრაობის პოლიტიკის შედეგი ვიცით - მათ ქვეყნის ტერიტორიის 20% ჩააბარეს რუსეთს. ასევე, კარგად გვახსოვს მათი მხარდაჭერილი რეზოლუციაც, რომელსაც 10 წელი უმალავდნენ ხალხს და რომლითაც ომის დაწყებაში დაადანაშაულეს ქართული სამხედრო ძალები! ჩვენი პოლიტიკა განსხვავებულია -

ზუსტად ვიცით რას და რატომ ვაკეთებთ! ჩვენი თითოეული ნაბიჯი ეროვნული ინტერესებიდან, ომის არდაშვების და რეგიონში მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ნაცმოძრაობის ტელევიზიების ნარატივს რეზოლუციასთან დაკავშირებით - ყველა ადამიანს აქვს უფლება, ამ პროვოკაციული, უპრიმიტიულესი და მხოლოდ მტრისთვის სასარგებლო ნარატივის გავლენის ქვეშ იყოს!

და ბოლოს, რადგან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტი ელენე ხოშტარია ყველაზე მეტად „აღაშფოთა" რეზოლუციის ტექსტმა, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ძალიან სწორი გზით მივდივართ და პროვოკაციული რიტორიკის წამოწევის და ყურადღების საქართველოსკენ გადმოტანის შესახებ დავალება სწორედ რუსეთიდან მოდის", - წერს რატი იონათამიშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა