კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლაზარე გრიგორიადისი - სრულიად მოულოდნელად დამაკავეს, შემითრიეს - მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ

ნახვები: 680 ლაზარე გრიგორიადისი - სრულიად მოულოდნელად დამაკავეს, შემითრიეს - მიცნეს, მითხრეს, კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ და მაგინებდნენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა დიღმის მთავარი სამმართველო დატოვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ლაზარე გიგორიადისი 48-საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

როგორც სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გრიგორიადისმა განაცხადა, ის პარლამენტის წინა ტერიტორიაზე დააკავეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

"სრულიად, მოულოდნელად დამაკავეს, საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ დამაკავეს. გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ და ამავდროულად, გვიღებდნენ. პარლამენტის წინ ვიდექი, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. ჩემს წინ "რენდომ" - შემთხვევითობის პრინციპით დაიწყო დაკავებები და ვეხმარებოდი სხვები არ დაეჭირათ, სწორედ მაგ მომენტში შემითრიეს მეც. რკინის კონსტრუქციაზე გაშლილი ხელის ბრახუნი უბრალოდ პროტესტის, ხმაურის გამოსაწვევად და არაფერს აშავებ. ცნობით მიცნეს - კიდევ შენ ხარო მითხრეს? და თან მირტყამდნენ და თან მაგინებდნენ.რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო ჩემი დაჭერა, რადგან რუსულ კანონს ვაპროტესტებ", - განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეების აქციაზე 14 მაისს დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა