ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

პენტაგონი კვლავ ადასტურებს პოზიციას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოუყენებლობის შესახებ

ნახვები: 491 პენტაგონი კვლავ ადასტურებს პოზიციას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოუყენებლობის შესახებ

რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოუყენებლობის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა, - ასე უპასუხა პენტაგონის პრესსპიკერმა, პატრიკ რაიდერმა შეკითხვას, როგორია ვაშინგტონის დამოკიდებულება რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის პოტენციურ თავდასხმებთან დაკავშირებით.

"თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა", - აღნიშნა რაიდერმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ორიენტირებულია უკრაინის არმიისთვის საჭირო საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფაზე, რათა ქვეყანამ თავი დაიცვას საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპანტები უკრაინას საზღვართან ახლოს მდებარე პოზიციებიდან უტევენ, რადგან ესმით, რომ უკრაინის არმია ვერ შეძლებს საპასუხო დარტყმისთვის დასავლური იარაღი გამოიყენოს. მისი თქმით, კიევმა არაერთხელ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, მათ იარაღით თავის დაცვის ნება დართონ.

ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა ოფიციალურად მიმართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს თხოვნით, რომ უკრაინას გარკვეულ გარემოებებში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სტრატეგიულ სამიზნეებზე დარტყმის უფლება მისცეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა