Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჯოზეფ ბორელი - ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით

ნახვები: 577 ჯოზეფ ბორელი - ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

“ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით”, - წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი “ტვიტერის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს. ვენეციის კომისია მკაცრი რეკომენდაციით გამოდის, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაწვეულ იქნას მისი ამჟამინდელი ფორმით. კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონპროექტი საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა