კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ნახვები: 579 წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას აშენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ, დირექტორის მოადგილე აკაკი მშვიდობაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გიორგი გუგუჩიამ და კონტრაქტორი კომპანიის ამხანაგობა ,,ინვესტ გრუპი"-ის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სამუშაოების ფარგლებში აშენდება: წყლის გამწმენდი ნაგებობა, წყლის სათავე ნაგებობები და რეზერვუარი. ასევე, მოეწყობა 60 კმ წყალმომარაგების ქსელი, მაგისტრალური მილი. რეაბილიტაცია კი არსებულ ჭაბურღილებს ჩაუტარდება. მათივე ინფორმაციით, პროექტზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. 2025 წლის ბოლოსთვის 3 650-მდე ბენეფიციარი ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა