ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თამარ კორძაია ხელისუფლებას მიმართავს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერონ

ნახვები: 498 თამარ კორძაია ხელისუფლებას მიმართავს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერონ

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მიმართონ აღმასრულებენ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილს გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერონ.

„მე ვცემ არაკაცებს- ეს სიტყვები ეკუთვნის დღეს აქ გარეთ მდგომ ზვიად ხარაზიშვილს, რომელიც თქვენი სპეცრაზმის სამსახურის უფროსია. იქნებ მოუწოდოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეუჩერონ ამ ადამიანს უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არ შეუჩერებთ, იმიტომ, რომ სწორედ მისი დაცვის ქვეშ გადიხართ თქვენ ყველა ამ შენობიდან ყოველი სხდომის დასრულების შემდეგ",- განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს", - განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: "სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა