Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თეთრი სახლი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა

ნახვები: 522 თეთრი სახლი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც მოხდა

ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რომ საქართველოს პარლამენტმა დაძლია საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ანტიდემოკრატიულ „უცხიური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ათიათასობით ქართველი აპროტესტებდა ამ კანონპროექტს გასულ კვირას, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი საქართველოს ისტორიაში და ვიცით, რომ ბევრმა ქართველმა ნათლად გამოხატა თავისი წინააღმდეგობა. ეს კანონმდებლობა მოითხოვს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ უცხოური მთავრობის აგენტებად, უბრალოდ დაფინანსების 20%-ის უცხოეთიდან მიღების გამო. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიის შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათ ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც აკეთებენ ავტორიტარული მთავრობები და ეს არის იარაღი და ტაქტიკა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ, ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა