კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგი წერეთელი - არც კი ვიცი, რა ვუწოდო რუსეთის ნოტას

ნახვები: 373 გიგი წერეთელი - არც კი ვიცი, რა ვუწოდო რუსეთის ნოტას

არც კი ვიცი, რა ვუწოდო რუსეთის ნოტას, როცა ეს ქვეყანა არღვევს ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და ახლა საუბრობს, რომ ყოფილი სამინისტროს შენობაში თურმე შუქი ჩაქრა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ალექსეი ზაიცევმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყებაში გზავნიან ნოტას, რომელიც ეხება 26 იანვარს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის შენობის წინ ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მომხდარ ინციდენტს, როცა სექციაში ელექტროენერგიის ძირითადი და სარეზერვო ელექტრომომარაგების წყაროები გაითიშა.

როგორც გიგი წერეთელმა ბრიფინგზე აღნიშნა, „ევროპული საქართველოს" მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გავრცელებული ეს განცხადება ამ ქვეყნის პროპაგანდის ნათელი მაგალითია.

„ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის, სტრატეგიის, რომ სხვას უნდა აბრალო და რუსეთი არასდროს არაფერშია დამნაშავე. ასე ცდილობენ, გარკვეული პროპაგანდისტული უპირატესობა მოიპოვონ. არც კი ვიცი, რა ვუწოდო, როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისა, რომელიც პრაქტიკულად ყოველთვის არღვევს ყველა საერთაშორისო დოკუმენტს - ადამიანის უფლებებს, ტერიტორიულ მთლიანობას, ჰელსინკის პრინციპებს თუ სხვა, ახლა საუბრობს, რომ ყოფილი სამინისტროს შენობაში თურმე შუქი ჩაქრა. ჯერ ერთი, ჩვენ არც გვინახავს, შუქი ჩაქრა თუ არა; მეორეც, ძალიან ადვილად ჩააქრობდნენ თავად და ამას გამოიყენებდნენ საპასუხოდ. უბრალოდ, ეს ანახებს სახეს დღევანდელი რუსული ხელისუფლების პოლიტიკის და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი - ეს განცხადებაა ის არის, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობისა და აბსოლუტურად მიუღებელი სიჩუმის ფონზე, საზოგადოებრივი პროტესტი, სწორი პოლიტიკური პოზიციონირება, ის რაც „ევროპულმა საქართველომ" გააკეთა ძალიან საინტერესო პერფორმანსით, არის სწორი, მართალი, საჭირო პოზიცია და ეს რეაქცია რუსეთის მხრიდან ამაზე მიუთითებს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა