კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეუთო/ოდირი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 663 ეუთო/ოდირი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება. ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიც (OSCE/ODIHR) თავის იურიდიულ ანალიზში წერს.

ანალიზის თანახმად, საქართველოში მიღებული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასაშუალებებს “უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” საზღვრავს, მხოლოდ და მხოლოდ საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსებისთვის, არ შეესაბამება ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო სამართალში აღნიშნულ მკაცრს მოთხოვნებს.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ანალიზი აღნიშნავს, რომ აშშ-სა და ავსტრალიაში არსებული კანონები მიზნად ისახავენ, კერძო კომპანიებისა და არაკომერციული ორგანიზაციების საჯარო რეგისტრაციას, რომლებიც უცხოური ხელისუფლებების სახელით მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში და ისინი არ ასახელებენ სამოქალაქო საზოგადოებას ან მედიას “უცხოურ წარმომადგენლებად” მხოლოდ იმისთვის, რომ დაფინანსებას იღებენ საზღვარგარეთიდან.

ODIHR საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაიწვიონ ეს კანონი და ნაბიჯები გადადგან, რათა აღნიშნული კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

ანალიზში აღნიშნულია, რომ არსებობს ვალდებულებათა რიგი, რომლებიც შესაძლოა დაეკისროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და რომლებიც გამართლებულიც შეიძლება იყოს ადამიანის უფლებების პერსპექტივიდან, თუმცა მათ კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოების სექტორი არ უნდა აიღონ სამიზნეში და იმ დაშვებას არ უნდა აკეთებდნენ, თითქოს საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაცია უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა