კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხატია დეკანოიძე - ერთიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს

ნახვები: 387 ხატია დეკანოიძე - ერთიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს

ერთიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს და ორშაბათს 12:00 საათზე პირადად წარმოგიდგენთ ამ სტრატეგიას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, იყო ძალიან ხანგრძლივი მსჯელობა, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე.

„ეს გადაწყვეტილებები ეხება არამხოლოდ ფრაქციის სტრატეგიას, არამედ ეხება პარტიის სტრატეგიას მთლიანად, ანუ რა გვაქვს ჩვენ სტრატეგია, რა გვაქვს ჩვენ ამოცანები როგორი უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი აქტიურობები, რათა პარტიაც ფრაქციაც, საზოგადოების ყველა წევრი გააქტიურდეს გაზაფხულზე, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ვიბრძოლოთ ამისთვის. დღეს ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ - ძალა ერთობაშია" და პრაქტიკულად ყველა წევრი იქნა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული, მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორი იქნება ჩვენ სტრატეგია პარტიული და ფრაქციული, მათ შორის გაზაფხულზე და თქვენ იცით, რომ ახლა ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება, ამ გადაწყვეტილების შესახებ და ეს იქნება ფართო სტრატეგია, რომელსაც მე თავად ორშაბათს წარმოგიდგენთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკური სეზონი იწყება, როდესაც ჩვენთვის პრინციპული საკითხები უნდა გადაწყდეს. პირველი ეს უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მის მიმართ არაადამიანური, ღირსებაშემლახავი მოპყრობის სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი ინსტრუმენტის მხილება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქტიურობები, აქციები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ ყველა ფრონტზე და ეს აქტიურობა უნდა იყოს წარმოდგენილი არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური საქმიანობით, არამედ ძალიან ფართო სპექტრით", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა