Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თეონა აქუბარდია - ეუთო/ოდირის 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს

ნახვები: 537 თეონა აქუბარდია - ეუთო/ოდირის 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს

ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნა.

აქუბარდია იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონი სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება და სამართლებრივი ძალით გაუქმდება.

„სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისიას არ მიმართა, არ მიმართა ასევე ეუთო-ოდირის სამართლებრივი შეფასებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა ეუთო-ოდირის ექსპერტებს იმ სამართლებრივი, სწრაფი რეაგირებისთვის, რომელიც ამ კანონზე ჩამოვიდა. „ქართული ოცნება“ ერთი თვის მანძილზე უტიფრად ტყუოდა. პუნქტობრივად არის ჩამოსული სრული კრიტიკა. ღიად არის ნათქვამი, რომ „რუსული კანონი“ არანაირ თანხვედრაში არ არის არც ამერიკულ კანონთან და არც ავსტრალიურთან, რომელიც განმარტებით ბარათში იყო მოყვანილი.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,რომ ეუთო-ოდირი ითხოვს ამ კანონის გაუქმებას. ასევე, ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიწვიოს კანონი და გადადგას ნაბიჯები, რათა კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი იყოს. ეს 30-გვერდიანი დასკვნა, რომელიც დეტალურად აშიშვლებს „ქართული ოცნების“ ტყუილს, კიდევ ერთი ცივი შხაპია „ქართული ოცნებისთვის“.

იმედი მაქვს, აღნიშნული დასკვნა ისევე, როგორც ვენეციის კომისიის დასკვნა წავა სტრასბურგის სასამართლოში, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში და გახდება დამატებითი საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული კანონი სამართლის ძალით გაუქმდეს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, ეუთო-ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეუთავსებელია დემოკრატიულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების კანონთან.

„ჯერ ჩამოვიდა ვენეციის კომისიის დასკვნა, სადაც ღიად წერია, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არღვევს ფუნდამენტურ უფლებს. ახლა ჩვენი მიმართვის საფუძველზე, კიდევ მეორე კრიტიკული დასკვნა ჩამოვიდა, რომელიც კანონთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ტყუილის კიდევ ერთი მხილებაა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ინფორმაციისთვის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) იურიდიულ ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი დემოკრატიულ სტანდარტებსა და ადამიანის უფლებებს არ შეესაბამება.

ODIHR-ის ანალიზი ასევე ხაზს უსვამს მნიშვნელოვან სხვაობებს საქართველოში მიღებულ კანონსა და აშშ-სა (FARA) და ავსტრალიაში არსებულ კანონებს შორის, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია მიზნებსა და მასშტაბებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა