კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

უკრაინის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს-ბოკუჩავა

ნახვები: 374 უკრაინის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობა“ რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს-ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად პარტია რეზოლუციის ალტერნატიული ვარიანტის დაყენებას არ აპირებს.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ ასახოს საქართველოს ინტერესები და უკრაინისთვის ნამდვილად სოლიდარობის გამომხატველი იყოს.

„შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ განვიხილეთ ალტერნატიული ტექსტის დაყენების საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ამას არ ვაპირებთ, რადგან მივიჩნევთ, რომ ამ რეზოლუციის რედაქტირება უნდა მოხდეს იმგვარად, მან ასახოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მართლაც სოლიდარობის გამომხატველი იყოს უკრაინისთვის. ის არაფრის მთქმელი ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" შემოგვთავაზა, სადაც სიტყვა რუსეთის ხსენებაც კი არ არის, ვერც ერთ ამ მიზამს ვერ ემსახურება", - განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა