თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

შალვა პაპუაშვილი - მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რადიკალიზაციის და დეზინფორმაციის შემცირება

ნახვები: 496 შალვა პაპუაშვილი - მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს რადიკალიზაციის და დეზინფორმაციის შემცირება

დღეს მე მოვაწერე ხელი კანონს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოში რადიკალიზაციის შემცირება, პოლარიზაციისა და დეზინფორმაციის შემცირება, ხოლო სალომე ზურაბიშვილთან დღეს რადიკალური პარტიები მოაწერენ ხელს ქარტიას, რომელსაც სამართლიანად დაერქვა ომის ქარტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ერთ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს კი არის მშვიდობის, დერადიკალიზაციისა და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.

„ქარტია თავის თავში აერთიანებს ყველა იმ რადიკალურ ჯგუფს, რომელიც ორი წელია საქართველოს სხვადასხვა მექანიზმებით ექაჩებოდა ომში. ამ პარტიებს მისხალი ძალაუფლებაც რომ ჰქონოდათ და შესაძლებლობა გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, მათი ჭკუით რომ ემოქმედა საქართველოს ხელისუფლებას, საქართველო გახვეული იქნებოდა ომში, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად კოლაფსის წინაში. აი, ამ პარტიების ომის ქარტიას ეწერება დღეს ხელი. ასე რომ, ცალ მხარეს არის ომის ქარტია და იქ გაერთიანებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა თავისი ნამსხვრევით, მეორე მხარეს არის მშვიდობის, დერადიკალიზაციის და დეპოლარიზაციის წამხალისებელი კანონი.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა