ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე

ნახვები: 559 თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე

ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროინტეგრაციაზე. ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და აშშ-ს ლიდერების ნაცვლად.

„იცით, რომ ყირგიზეთმა მიიღო მსგავსი ტიპის კანონი, რომელიც ასევე მიზნად ისახავს კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის და ზოგადად კრიტიკული აზრის გაჩუმებას ქვეყანაში. ფაქტია, რომ დღესდღეობით, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ღიად იცვალა კურსი და უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ის მეგობრებს ეძებს არა დემოკრატიულ, დასავლურ ქვეყნებში, არამედ ავტოკრატიულ ქვეყნებში და საპატიო ვიზიტით დადიან ირანში და მასპინძლობენ ყირგიზეთის წარმომადგენლებს ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერების ნაცვლად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა