კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეთიუ მილერი - ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია - მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ

ნახვები: 536 მეთიუ მილერი - ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია - მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განვიხილავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ კანონმა შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს.

„ჩვენ საკმაოდ შეშფოთებულები ვართ ზუსტად იმ საკითხით, რაც ახსენეთ, კერძოდ იმით, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შეიძლება სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე ჩვენს პასუხს განვიხილავთ“, - განაცხადა მილერმა.

მილერის თქმით, აშშ-მ სანქციების ახალი პოლიტიკის შესახებ განაცხადა, თუმცა ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცხადებია.

„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ყოფნისას მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ენტონი ბლინკენის დამოკიდებულება ნათელია.

„მდივანმა ახლახან გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის ყოვლისმომცველი გადახედვა გამოაცხადა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ და ასევე, ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა, რომელზეც აშშ-ის მხრიდან მოქმედებას თქვენ უნდა ელოდოთ. ვფიქრობ, რომ აქ გავჩერდები, მისი დამოკიდებულება ამის შესახებ, ძალიან ნათელია“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა