ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!

ნახვები: 553 ირაკლი კობახიძე - უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა!

უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა, დაღუპულია ასიათასობით ადამიანი, ეკონომიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია, ინფრასტრუქტურა განადგურებულია, დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი დევნილი ან ლტოლვილია - ეს ყველაფერი მაიდანმა მოიტანა! - აღნიშნული განცხადება მედიასთან დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იმ პროცესებს იხსენებენ, რომელიც 2014 წელს უკრაინაში განვითარდა.

„მინდა შეგახსენოთ, რა ვითარება იყო მაიდნამდე უკრაინაში: - უკრაინა ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო იყო. მას ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა, ეკონომიკა თითქმის 200 მილიარდი დოლარი იყო და მუდმივ აღმავლობის გზაზე იყო. ამის შემდეგ უკრაინა ტერიტორიებს 20%-ს კარგავს, დაღუპულია ათიათასობოთ ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი - დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ან დევნილი ან ლტოლვილი, დაახლოებით 7-8 მილიონი ქვეყნიდან არის გასული და აქედან 90% არიან ქალები და ბავშვები. ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა.

ადამიანები, რომელიც უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, მაიდნით ჩვენ გვემუქრებიან, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამაზე მხოლოდ ძალიან მძიმე შეფასება შეიძლება მქონდეს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა