თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

ნახვები: 526 თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს.

სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.

ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.

„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, - განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა