ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

დავა წულუკიანის წინააღმდეგ-ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და მუზეუმიდან გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ

ნახვები: 448 დავა წულუკიანის წინააღმდეგ-ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და მუზეუმიდან გათავისუფლებულები სამართლებრივ დავას იწყებენ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოდან და ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული ადამიანები სამართლებრივ დავას იწყებენ.

სასამართლოში მათ უფლებებს საია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი და ISFED დაიცავენ.

ორგანიზაციების განცხადებით, სასამართლო დავის საფუძველი იქნება ის, რომ დასაქმებულთა მხრიდან ახალი მინისტრის მიერ დაგეგმილ მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით პროფესიული და განსხვავებული პოზიციების გამოხატვას დაუსაბუთებელი და დისკრიმინაციული გათავისუფლება მოჰყვა.

გათავისუფლებულები ხაზს უსვამენ, რომ ძირითადი საკადრო წმენდა მაშინ დაიწყო, როდესაც მუზეუმის დირექტორად უსამართლოდ დაინიშნა ამ პოზიციისთვის შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე კადრი, ნიკა ახალბედაშვილი - იურისტი, რომელიც მანამდე, თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

კულტურის სამინისტროდან გათავისუფლებული ადამიანები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ რეორგანიზაციას წინ უძღოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ჯერ მოვალეობის შემსრულებლად იურისტ ლევან ხიზანიშვილის, შემდეგ კი კულტურის სამინისტროს ინსპექციის სამსახურის ყოფილი უფროსის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის დანიშვნა.

გათავისუფლებულები ამბობენ, რომ მუზეუმის და სააგენტოს რეორგანიზაცია უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ წარიმართა, ამასთან, მუზეუმიდან მათი დათხოვნის ერთადერთი მიზეზი თეა წულუკიანის და მის მიერ ამ დაწესებულებებში განახლებული ადმინისტრაციების საკადრო პოლიტიკაა, რომელიც რეორგანიზაციას კვალიფიკაციის ნიშნით არ აწარმოებს და მხოლოდ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილი თანამშრომლების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.

საია, ისფედი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამენ, რომ მუზეუმიდან და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან გათავისუფლებულია ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელს აწერდა საინიციატივო ჯგუფის "ხელოვნების მუზეუმისთვის" პეტიციას მუზეუმის ისტორიული შენობის გადარჩენის, უსამართლო საკადრო პოლიტიკის და საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის შესახებ.

ორგანიზაციები ასევე ლაპარაკობენ თეა წულუკიანის ხელთ არსებულ მანიპულაციურ ბერკეტებზე, რომელთა საშუალებითაც ის გათავისუფლებულ თუ ჩამოქვეითებულ თანამშრომლეთა დაშინებას ცდილობს, რათა მათ თავი შეიკავონ სასამართლო დავებისგან.

მაგალითად, დაქვეითებულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა მხრიდან ორგანიზებულ წინააღმდეგობაში ჩართვის შემდეგ, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დაცვის ქვეშ მყოფი ერთი პირი, რომელიც პოზიციურ დაქვეითებას (უკანონო გადანიშვნის ფაქტს) ასაჩივრებდა, მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს 22 იანვარს თეა წულუკიანის ინტერვიუს, რომელშიც მან დათხოვნილი თანამშრომლებს სხვადასხვა ბრალდება წაუყენა, რაც მათი შეფასებით, გულისხმობდა მუქარას საგამოძიებო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გათავისუფლებული არიან სამუზეუმო საქმის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უმაღლესი კლასის სპეციალისტები. თითოეული მათგანის პროფესიული რეპუტაცია, სამეცნიერო ხარისხი და კვლევები კარგადაა ცნობილი პროფესიულ წრეებში. შესაბამისად, ამ მასშტაბით კვალიფიციური პროფესიონალის თანამდებობიდან გათავისუფლება აუხსნელი და კულტურის სფეროსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, საია და ISFED გააგრძელებენ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სამართლებრივ მხარდაჭერასა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით ახალი სარჩელების მომზადებას. მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად". - აცხადებენ ორგანიზაციები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა