თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საია-ს ანგარიში - სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე, აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები

ნახვები: 606 საია-ს ანგარიში - სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე, აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები

სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები, - ამის შესახებ საია-ს სპეციალურ ანგარიშშია აღნიშნული სახელწოდებით - „საქართველო: ადამიანის უფლებები „რუსული კანონის“ პირისპირ“.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას“.

„სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდნენ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, ასევე აიძულებდნენ, სოციალურ ქსელებში მოეწონებინათ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, კონკრეტულად, თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტები. 23 აპრილს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენიდან მსახიობებმა, რომლებმაც დაამთავრეს სპექტაკლი ფრაზით - „რუსეთი ოკუპანტია. ჩვენი გზა ევროპაშია. არა რუსულ კანონს!” - მიიღეს სასტიკი წერილობითი საყვედური თეატრის ადმინისტრაციისგან.

სხვადასხვა წყაროდან საია-სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მუქარის შემცველი ზარები ასევე, განხორციელდა რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ფილიალების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეგიონული მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ამასთან, მათი ოჯახების წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან. გარდა ამისა, საგანგაშოა, რომ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგეთა მიმართ სახელმწიფო იყენებს სხვადასხვა რეპრესიულ მეთოდს, მათ შორის, სავარაუდოდ, მათ უზღუდავს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობას. საია-ს ერთ-ერთ რეგიონულ ოფისს მიმართა მოქალაქემ, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში განცხადება შეიტანა მუნიციპალიტეტის მერიაში და, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, სამედიცინო კვლევების დასაფინანსებლად ერთჯერადი დახმარება ითხოვა. როგორც მოქალაქე განმარტავს, სიტყვიერად მაშინვე დაჰპირდნენ 500 ლარით დახმარებას, მაგრამ გადაწყვეტილების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, მას წერილობითი პასუხი დღემდე არ მიუღია. მისი თქმით, მანამდე მისმა ნაცნობებმა, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში არიან დასაქმებულნი, მას მოსთხოვეს, რომ არ გაეზიარებინა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო პოსტები. ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სახელმწიფო რესურსს შერჩევით, მხოლოდ თავის მომხრეებზე ანაწილებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა