კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს

ნახვები: 547 ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024) მონაწილეობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო მეთაურთა სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელმძღვანელობდნენ. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში.

კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე, მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ღონისძიების მთავარი მიზანია უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.

მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა