თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ლევან ბეჟაშვილი - კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც ხელი არავინ ჩამოართვა

ნახვები: 493 ლევან ბეჟაშვილი - კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც ხელი არავინ ჩამოართვა

კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, სადაც მას ხელი არავინ ჩამოართვა, იყო ფორმალობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის, რომ თითქოს რაიმე ფორმით ცდილობენ ურთიერთობის დალაგებას საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ მისია ჩავარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბერლინში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილება შეაფასა.

მისი თქმით, საზოგადოებამ იხილა პრემიერ-მინისტრის, კობახიძის სავალალო ვიზიტი ბერლინში, როდესაც უკრაინის საკითხებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ჩრდილში იდგა საქართველოს მხარე.

„რეალურად საერთაშორისო განწყობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის ის, რომ მათ ხელს არავინ აღარ ართმევს, პარტნიორებად არავინ არ განიხილავს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სიტყვა დაარღვიეს, რომელიც დადეს ხალხის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ „რუსულ კანონს“ აღარ შემოიტანდნენ. ბოლო მოვლენების ფონზე, პრაქტიკულად ფარდა ჩამოხსნილია და რეალურად კობახიძე არის რუსული ხელისუფლების "ნამესტნიკი" საქართველოში და ამას ყველა ხედავს, ამიტომ ეს ვიზიტიც იყო აბსოლუტური ფორმალობა მაშინ, როდესაც მას ხელი არავინ არ ჩამოართვა და ეს ვიზიტი, მხოლოდ და მხოლოდ, იმაზე იყო გათვლილი, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის ეჩვენებინა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს მისია იყო ჩავარდნილი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა