ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

ნახვები: 423 აშშ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

შეერთებული შტატები “დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების და ექსპორტის კონტროლის ზომების გამოცხადებას გეგმავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონი დააწესებს მთელ რიგ ახალ ეფექტურ სანქციებს და ექსპორტის კონტროლს იმ ორგანიზაციებისა და ქსელების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარებიან.

ამასთან, კირბის თქმით, შეერთებული შტატები „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამოაცხადებს ნაბიჯებს, რათა უკრაინას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაში დაეხმაროს.

ჯონ კირბის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.

შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ 50-ე სამიტი 13-15 ივნისს იტალიაში, ბრინდიზში გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა