თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანა წითლიძე - კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს

ნახვები: 474 ანა წითლიძე - კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს

კოალიციური მთავრობის პირობებში, სუს-ი ამ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უნდა დაინგრეს - სუს-ი რეალურად, არ ასრულებს არც ერთ თავის ვალდებულებას და მონაწილეა ყველა იმ ძალადობის, რომელიც პოლიტიკური ლიდერების და ახალგაზრდების წინააღმდეგ ხორციელდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2023 წლის ანგარიში გასული წლების ანგარიშისგან არაფრით განსხვავდება.

„სუს-ი არის მთავარი დამკვეთი და ორგანიზატორი მათ შორის, ახალგაზრდებზე თავდასხმაში, ყველა ძალადობაში, რომელსაც 12 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ქვეყანაში ვხედავთ.

რაც შეეხება ანგარიშს - ეს ანგარიში არაფრით განსხვავდება წინა ანგარიშებიდან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქ წარმოუდგენია და არც ერთ კითხვაზე პასუხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არც მაშინ გაუცია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ სუს-ი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ფაქტობრივად, სუს-ი როცა გველაპარაკება ქვეყანაში მიმდინარე ჰიბრიდულ ომზე, ვინ შეიძლება იყვნენ ამ ჰიბრიდული ომის მონაწილეები ამ ქვეყანაში, არ ასაბუთებს და რუსეთის წარმოთქმაც კი არ შეუძლია. შესაბამისად, რუსული რეჟიმის წარმომადგენელთან, ბატონ ლილუაშვილთან, რომელიც იმ ერთადერთი მიზეზით არის ამ თანამდებობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია, ჩვენ არ შეიძლება კითხვა გვქონდეს, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ამ ქვეყანაში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა წითლიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა