თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ენტონი ბლინკენი - „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

ნახვები: 529 ენტონი ბლინკენი - „ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა

„ჰამასმა“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაში ცვლილებების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იმ წინადადებაში, რომელიც მაგიდაზე იყო, „ჰამასმა“ მრავალი ცვლილების შეტანის შეთავაზება გააკეთა. ზოგიერთ ცვლილებაზე მუშაობა შეიძლება, ზოგიერთზე კი არა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან, კატართან და ეგვიპტესთან ერთად მუშაობას გააგრძელებს, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა მოხდეს.

„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო მეტი ადამიანი დაიტანჯება და დროა ვაჭრობა შეწყდეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა