ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-ის ახალი სანქციების გამო, მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

ნახვები: 476 აშშ-ის ახალი სანქციების გამო, მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და ე.წ. შავ სიაში მოსკოვის ბირჟაც მოხვდა. სანქციების შედეგად მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს. სანქციები დღეიდან ამოქმედდა.

მოსკოვის ბირჟის (MOEX) ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით თანახმად, "სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა ყველა ინსტრუმენტით განხორციელდება, გარდა აშშ დოლარის და ევროსი". ამასთან, "საფონდო და ფულის ბაზრებზე, სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარში (SDFI), ვაჭრობა ასევე ხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი".

მოსკოვის ბირჟა არის რუსული ბირჟის უმსხვილესი ჰოლდინგი და აწყობს ვაჭრობას აქციებით, ობლიგაციებით, ვალუტით, ფულის ბაზრის ინსტრუმენტებით, ნახშირბადის ერთეულებით, ძვირფასი ლითონებით, მარცვლეულით და შაქრით.

ჰოლდინგში შედის ცენტრალური დეპოზიტარი, ასევე უმსხვილესი საკლირინგო ცენტრი - არასაბანკო საკრედიტო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავალი იყო. ცენტრალური დეპოზიტარი და საკლირინგო ცენტრი - ორივე აშშ-ის გაფართოებული სანქციების სიაში მოხვდნენ.

მოსკოვის ბირჟა რუსული ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასზე ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ყიდულობენ და ყიდიან ვალუტას - დოლარს, ევროს და იუანს. რუსეთის ცენტრალური ბანკი, დღის პირველ ნახევარში ვაჭრობის პროგრესიდან გამომდინარე, ადგენს რუბლის კურსს. ეს კურსი შემდეგ განსაზღვრავს კურსს, რომლითაც შეიძლებოდა ვალუტის შეძენა ბანკებიდან. ახალმა სანქციებმა რეალურად დაარღვია ეს სისტემა. ცენტრალური ბანკი კურსს ახლა საანგარიშო მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშებს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დახმარებისთვის აშშ-მა 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა