ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ობრაიენი: ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს

ნახვები: 511 ობრაიენი: ერევანი-ბაქოს შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის EU-ში ინტეგრაციას დააჩქარებს

ევროპისა და აზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო თანაშემწის, ჯეიმს ობრაიენის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციას მხოლოდ ერევანი-ბაქოს შეთანხმება დააჩქარებს. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

"საქართველომ და სომხეთმა ინტერესი გამოხატოს, რომ დაუახლოვდნენ EU-სა და ერთიან ბაზარს, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ სხვა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ინტეგრაცია მხოლოდ დააჩქარებდა [ერევანსა და ბაქოს შორის] სამშვიდობო შეთანხმების არსებობის პირობებში და ის საშუალებას მისცემს ინვესტიციების განხორციელებას სომხეთის, საქართველოსა და სხვების ინსტიტუციებში.

ვფიქრობ, დავინახავთ, რომ სამშვიდობო შეთანხმების სარგებელი არ არის მხოლოდ უსაფრთხოება, რომელსაც ის რეგიონში მცხოვრებ ხალხს მოუტანს. სარგებელს მოიტანს შესაძლებლობაც, რომ გვქონდეს სავაჭრო მარშრუტი ყაზახეთიდან თურქეთის გავლით ხმელთაშუა, ან შავი ზღვისკენ. ის იქნება დანამატი უკვე არსებული მარშრუტის, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გადის. ეს ორი მარშრუტი ერთად, ცენტრალური აზიის ქვეყნებს მსოფლიო ბაზარზე რუსეთისა და ჩინეთისგან დამოუკიდებელ წვდომას მისცემს", - განაცხადა ობრაიენმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობის ასეთი შესაძლებლობა არის ის, რასაც აშშ მხარს უჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა