თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ალექსანდრე კრევო-ასათიანი - მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს

ნახვები: 436 ალექსანდრე კრევო-ასათიანი - მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს

მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა სხვადასხვა ქვეყნებში, შეუძლებელია ჩინეთი ვახსენოთ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიტუაცია საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის მიუღებელია.

„მთელი ცივილიზებული სამყარო გმობს ე.წ. არჩევნებს ოკუპირებულ ცხინვალში, ხოლო „ქართული ოცნების“ პარტნიორი ჩინეთი დუმს. ჩინეთმა ასევე ხმა არ მისცა გაეროში დევნილების რეზოლუციას. ჩინეთმა გამოაცხადა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონიდან ბუნებრივი რესურსების მოპარვა და ვითომ ქარხნის აშენება. ასეთ პირობებში და როცა ვიცით, რომ ჩინეთი რამდენჯერმე უკვე შეხვდა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნებში, არ შეიძლება ვახსენოთ ჩინეთი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და სამწუხაროდ, დღეს ოფიციალურად საქართველოს მთავრობის ერთადერთი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი არის ჩინეთი, ჩინეთის კომუნისტური პარტია. ეს სიტუაცია არის მიუღებელი საქართველოს ევროატლანტიკური გზისთვის,“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა