ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

ნახვები: 340 პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის.

საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე, პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

ანგარიშების მოსმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. ამ დროისთვის კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი ხუთიდან ორ პროცენტამდე მცირდება და არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. მეორე მოსმენამდე იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირება, თუმცა პროექტი საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგებზე.

რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა