Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს

ნახვები: 575 თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 26-28 ივლისს, ბათუმი რიგით მე-17 ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს. ორგანიზატორები, აჭარის რეგიონის სტუმრებს, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან.

ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან:

26 ივლისი | ფესტივალს გახსნის 11 გრემის ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი ფილიპ ლასიტერი თავის თერთმეტკაციანი ბენდით. ლასიტერი ლეგენდარული არტისტის პრინცის (PRINCE) New Power Generation-ის უცვლელი წევრი იყო.

27 ივლისი | ფესტივალის სტუმრების წინაშე ვირტუოზი დრამერი ჯოჯო მაიერი წარდგება. ჯოჯო მაიერი ცნობილია, როგორც ჯაზის, დრამენდბეისის და ჯანგლ ( Jazz, Drum&Bass, Jungle) მუსიკალური სტილის გამაერთიანებლად. ის არის ელექტრონული კვარტეტის NERVE-ს ლიდერი, რომელიც მან 1997 წელს დააარსა.

28 ივლისი | The Jacksons! მუსიკის ისტორიაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ოჯახი: ტიტო, ჯეკი და მარლონ ჯექსონების ენერგიული შოუ არის შესაძლებლობა მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს, პოპის სუპერ ჯგუფის ლაივ კონცერტს დაესწროს მაყურებელი. ჯექსონების საოცარ შოუზე გაჟღერდება ხუთივე ძმის, მათ შორის ჯერმინ და მაიკლ ჯექსონების მიერ შექმნილი ყველა ცნობილი მეგა ჰიტი, რომლებმაც დიდი ხანია მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა: "ABC", "I Want You Back", "I'll Be There" და მრავალი სხვა.

წელს ფესტივალი ტრადიციულ ადგილს, ბათუმის კორტებს დაუბრუნდება. ფესტივალის დღეებში, VIP აბონემენტის მფლობელებს, შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ ჯემსეშენს, რომელსაც სამივე დღეს,  ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი, კლუბი „ივერია ბიჩი“ უმასპინძლებს. 

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია, Visa , ტოიოტა, ისი პარი, სასტუმრო „ჰილტონი“, „ივერია ბიჩი“, საქართველოს რკინიგზა, რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“, იმედი TV, რადიო ფორტუნა, Marketer. ge, პალიტრა მედია ჰოლდინგი, ონლაინ გამოცემა ბათუმელები, სარეკლამო სააგენტო ალმა.

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Visa-ს სადებეტო ბარათის მფლობელებს, 18 ივნისის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. 

19 ივნისიდან, წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისის ან თიბისი კონცეპტის საკრედიტო ბარათებზე.”

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა