Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

დოკუმენტი არის ოპტიმალური და იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია-დავით სერგეენკო

ნახვები: 294 დოკუმენტი არის ოპტიმალური და იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, დროის კარგვა მგონია-დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინასთან მიმართებაში შემუშავდა, ოპტიმალურია.

მისი თქმით, აღნიშნული პროცესიდან შედეგია მთავარი, რომ საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მეგობარი ქვეყნის მიმართ.

„ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამოცანა პოტენციური საფრთხეების განეიტრალება არის, ეს პაციენტის მკურნალობაა, რეგიონული თუ ქვეყნის უსაფრთხოება, ყოველთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა იყოს შედეგზე ორიენტირებული და არა ამ შედეგისკენ მიმავალ გზაზე, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ შედეგია ის, რომ საქართველოს პარლამენტმა რეზოლუციის სახით მიიღოს მეგობარი ქვეყნის მხარდამჭერი აქტი. რა ტერმინოლოგია იქნება გამოყენებული, ამაზე საგარეო ურთიერთობების სპეციალისტები, დიპლომატები ისაუბრებენ, გაწერენ. მათ ჩამოაყალიბეს ის, რაც ჩემი აზრით, ოპტიმალურია. სიტყვათა წყობაზე გამოკიდება იმას ნიშნავს, რომ შედეგიდან პროცესზე გადავდივართ, რაც კარგად არასდროს დასრულდება, შედეგია მთავარი. საქართველოს პარლამენტი მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს მეგობარი ქვეყნის მიმართ", - განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს განცხადებით, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს.

„ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, როცა პოლიტიკოსები და კარიერის მოყვარულები ცდილობდნენ, რომ ჩართულიყვნენ, მაგალითად, კლინიკურ მედიცინაში, ეპიდემიოლოგიაში. რეზოლუციის და დოკუმენტის შედგენას სპეციალური ცოდნა სჭირდება საგარეო ურთიერთობისა და დიპლომატიური ენის. არსებული დოკუმენტი არის ოპტიმალური და ახლა იმაზე დავა, რატომ არ იწერება რუსეთი, ეს დროის კარგვა მგონია. უკრაინა არავისზე ნაკლებად არ მიყვარს, თუ უფრო მეტად არა. საჭირო არ არის ასეთ პროცესებსა და დეტალებზე ორიენტირება, ეს არის ჩემი გულწრფელი აზრი. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება სიტყვათა წყობაზე უსაგნო კამათი, მიმდინარე პროცესებს მით უფრო დააზიანებს", - განაცხადა სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა