თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევრო 2024 | ნიდერლანდები - პოლონეთი 2:1

ნახვები: 619 ევრო 2024 | ნიდერლანდები - პოლონეთი 2:1

ევრო 2024-ის მესამე სათამაშო დღის პირველი შეხვედრა D ჯგუფში გაიმართა. ნიდერლანდების ნაკრებმა დაძაბულ შეხვედრაში პოლონეთი დაამარცხა – 2:1.

  • 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ დიდ საფეხბურთო ტურნირზე ნიდერლანდების ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა ამსტერდამის „აიაქსის“ ფეხბურთელი. სულ კი ასეთი რამ ისტორიაში 12-ჯერ მომხდარა.
  • პოლონეთის ნაკრებს ნიდერლანდებისთვის 1979 წლის შემდეგ არ მოუგია.
  • ნიდერლანდელი ბარტ ვერბრიუგენი ყველაზე ახალგაზრდა მეკარე (21 წლის და 303 დღის) გახდა, ვისაც ევროპის ჩემპიონატზე უთამაშია, 1964 წლის ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მეკარე ანხელ ირიბარის (21 წლის და 108 დღის) შემდეგ.

16′ წუთი. კუთხურიდან პიოტრ ჟელინსკის ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ადამ ბუკსამ დაასწრო და თავური დარტყმით პოლონეთი დააწინაურა – 1:0.

29′ წუთი. მოედნის ცენტრში ნათან აკემ პოლონელ ფეხბურთელს დაასწრო, ბურთი კოდი გაკპოს გადააწოდა, რომელმაც საჯარიმოს გარედან დაარტყა, ბურთი პოლონელთა მცველს, ბარტოშ სალამონს მოხვდა და კარში შევარდა – 1:1.

82′ წუთი. ნათან აკემ მეორე საგოლე გადაცემა შეასრულა და შეცვლაზე შესულმა ვოუტ ვიგჰორსტმა ნიდერლანდების ნაკრებს გამარჯვება მოუტანა – 2:1.

D ჯგუფის მეორე შეხვედრა ავსტრიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 17 ივნისს, 23:00 საათზე გაიმართება.

 

1tv.ge 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა