კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან დავითაშვილი - ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული

ნახვები: 537 ლევან დავითაშვილი - ფოთის და ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული

ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი, როგორც ფოთის, ასევე ანაკლიის პორტის პროექტები განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს, თუმცა ეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება „ეიპიემ ტერმინალის“ გაფართოების საკითხს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა ყოველთვის ვამბობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და დაცვით, რადგან საბოლოო შედეგი, რაც გვინდა რომ მივიღოთ, არის უფრო გამართული ოპერაციები, მეტი კონკურენტუნარიანობა და ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების დაცვით. ყველაფერი ყველაფრის ფასად - ეს არ არის ჩვენი პრინციპი, ასეთი პრინციპი დამაზიანებელი იყო ჩვენი ეკონომიკისთვის წლების განმავლობაში. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორს „ეიპიემ ტერმინალს“, რომელიც საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის ოპერატორია, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მჭიდრო დიალოგი, გასულ კვირასაც პირადად მე მქონდა ახალ ხელმძღვანელთანაც შეხვედრა და ჩვენ ვისაუბრეთ გეგმებზე და ვფიქრობ, სამინისტროს არ აქვს დიალოგის დეფიციტი, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კონკრეტული კომუნიკაცია, მაგრამ ის თუ რა პირობით მოხდება ინვესტიციების განხორციელება, მათ შორის, საპრივატიზაციო პირობები, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები საჯარო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების კუთხით და ა.შ. ეს არის განსახილველი საკითხები, რომელიც, რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკების საგანი. 7 წლის განმავლობაში ბევრჯერ შეცვალა კომპანიამ და ინვესტორმა თავისი პირობები და მათიც გასაგებია, იმიტომ, რომ კონიუნქტურა ამ 7 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა და ასეთი ტიპის ინვესტიციები ყოველთვის რთულად განსახორციელებელია. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პროექტიც ძალიან რთულია ინვესტორებისთვის, მით უმეტეს, რომ ეს არის „გრინფილდ“ პროექტი და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ მაქსიმალურად სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით მოვახდინოთ ამ პროექტის განხორციელება. ესეც მიდის გეგმაზომიერად, აქაც არანაირი პრობლემა და შეფერხება არ არის, არაფერ კავშირში არ არის კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის მონაწილეობა ამ პროექტში და ვფიქრობ, რომ ორივე პროექტი განხორციელდება ისე, რომ საქართველოს შესაძლებლობა გაიზარდოს და სახელმწიფო ინტერესები იყოს დაცული“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა