ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეკატერინე ტიკარაძე: „კერძო ბიზნესი კორონავაქცინას ვერ შეიძენს“

ნახვები: 274 ეკატერინე ტიკარაძე: „კერძო ბიზნესი კორონავაქცინას ვერ შეიძენს“

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოებრივი მოლაპარაკებიდან გამომდინარე, კერძო ბიზნესი „კოვაქს პლატფორმის" საშუალებით კორონავირუსის ვაქცინას ვერ შეიძენს.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მზად აქვს იურიდიული კომპონენტები იმისთვის, რათა ვაქცინის შემოტანა დროულად განხორციელდეს:

„კოვაქს პლატფორმით" კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება, აქ განსაზღვრულია ფასი, რომლითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება საკმაოდ დაბალ ფასად შევიძინოთ ვაქცინა. ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე, თუ რა ვაქცინის მოცულობის შეძენის საშუალება გვექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება. როგორც კი გაჩნდება პირველი ვაქცინა ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გვაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისთვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა