მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში-ვოლსკი

ნახვები: 389 ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში-ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინასთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტი რაციონალურია.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს დღეს არსებულ ვითარებაში სწორი პოზიცია უჭირავს.

„ამ ადამიანებმა საქართველო ისეთ პრობლემებში შეიყვანეს, რომელსაც დღემდე ვიმკით, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების, ასევე სხვა სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის თუ ნებისმიერი პრობლემის სახით, რომელიც დღეს გაგვაჩნია - მავთულხლართები იქნება, თუ ხალხის გატაცება. ჩვენს მიერ მომზადებული რეზოლუცია არის რაციონალური და პირველ რიგში გულისხმობს საქართველოს ინტერესების დაცვას გლობალურ დაპირისპირებაში. ამ ვითარებაში სწორი პოზიცია გვიკავია და ეს პოზიცია ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში, შემოთავაზებულ რეზოლუციაში. ეს დოკუმენტი გულისხმობს უკრაინის ინტერესების დაცვას და მთავარს, დაშვებული არ იყოს საომარი მოქმედებები. ეს არის ის, რასაც პარლამენტს ვთავაზობთ. ამასთან დაპირისპირებაში არიან ის ადამიანები, რომელთაც თავის დროზე არც ერთი მუხლი და არც ერთი მოქმედება არ განახორციელეს ისეთი, რაც არათუ დაუპირისპირდებოდა, არამედ პირდაპირ წყალს არ დაასხამდა რუსეთის წისქვილს, ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა