პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

თინა ბოკუჩავა - ყველას აქვს თავის არჩევანი, მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის

ნახვები: 525 თინა ბოკუჩავა - ყველას აქვს თავის არჩევანი, მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის

ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას - მათ სურთ ოპოზიციური ერთობა, სწორედ ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომელიც ოპოზიციის საერთო სიასა და გიორგი გახარიას პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ლელო“ მათ პარტიასთან იდეოლოგიურად ყველაზე ახლოს დგას.

მისი შეფასებით, ახლა ოპოზიციური პარტიების ერთიანობაა საჭირო, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნებით მანიპულირება არ მოახდინოს.

„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარი არის ის, რომ ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. დღეს ყველა შეხვედრა, იქნება ეს საპროტესტო აქცია თუ ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, რომელიც მაქვს საქართველოს მოქალაქეებთან, ცხადად აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სურთ ოპოზიციური ერთობა, ამიტომ ჩვენი ვალია საზოგადოებრივ დაკვეთას ვუპასუხოთ, ამიტომ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომხრე დიდი ერთობის, რადგან ფრაგმენტაცია, დაქუცმაცება და დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი და ივანიშვილის ხელისუფლებისთვის შესაძლებლობის მიცემა, რომ მორიგ ჯერზე შეეცადოს არჩევნებით მანიპულირება მოახდინოს. ახლა ამის შესაძლებლობა ივანიშვილს არ უნდა მიეცეს და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანები.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა